მექსიკის ქალაქ ჰუაუჩინანგოში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შემდეგ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყეს. გასულ კვირას მექსიკაში მომხდარმა ძლიერმა წყალდიდობამ 64 ადამიანი იმსხვერპლა და ამდენივე დაკარგულად ითვლება.
ტროპიკულმა შტორმმა მექსიკის ყურის სანაპიროსა და ცენტრალურ შტატებში მეწყერი, მდინარეების ადიდება და წყალდიდობა გამოიწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, სტიქიის შედეგად ასი ათასი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე