თორნიკე შენგელია და „ბარსელონა" ისევ დამარცხდნენ

13 ოქტომბერი 2025, 09:09 110 ნახვა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ფორსა ლეიდასთან“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 86:91 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 23 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ბარსელონა“ ლიგა ენდესაში ორი ტურის შემდეგ მოგების გარეშეა, მომდევნო ტურში კი, 19 ოქტომბერს, სტუმრად მალაგას „უნიკახას“ შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე