საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი სტუმრად ლატვიასთან ჩაატარა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ანგარიში ლატვიელებმა გახსნეს, 59-ე წუთზე თავი გლებს პატიკამ გამოიჩინა.საქართველომ წონასწორობა მალევე აღადგინა, 62-ე წუთზე გატანილი გოლი დავით ბუკიას ანგარიშზეა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს 2 ქულა აქვს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს, სტუმრად, მალტასთან ჩაატარებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პირველადგილოსანი გადის, ხოლო მეორე ადგილზე გასული ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე