ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

10 ოქტომბერი 2025, 10:25 97 ნახვა

მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა ბათუმში მიმდინარე ჭადრაკში ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. 

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპირველობის მეხუთე ტურში საფრანგეთის გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გუნდს გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოუტანა. ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ. საქართველოს ქალთა გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ II-IV ადგილს ინაწილებს გერმანიასა და უკრაინასთან ერთად.

მომდევნო ტურში ქართველი ქალები ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ვაჟებს, საქართველოს ვაჟთა პირველმა ნაკრებმა მეხუთე ტურში პოლონეთის ძლიერი გუნდი დაამარცხა.

პარტიები მოიგეს ნიკოლოზ კაჭარავამ და ბაადურ ჯობავამ. ვაჟთა მეორე ნაკრებმა კი ევროპირველობის მეხუთე ტურში კოსოვოს გუნდს მოუგო დიდი ანგარიშით - 3,5:0,5.

პარტიები მოიგეს ნოე თუთისანმა, გიგა ყუფარაძემ და თორნიკე სანიკიძემ. დღეს მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე