ავღანეთში ინტერნეტი და მობილური კავშირი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. ამის შესახებ ინტერნეტზე წვდომის მონიტორინგის საერთაშორისო სამსახურმა ნეთ-ბლოკსმა განაცხადა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესმა ქაბულის ბიუროსთან ინტერნეტ და მობილური კავშირი დაკარგა.
მობილური ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზიის მომსახურება ასევე მნიშვნელოვანად არის შეფერხებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინტერნეტქსელის გათიშვის გამო ქაბულის აეროპორტიდან რეისები გაუქმდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე