ევროპისა და აზიის ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან აშშ-ის პრეზიდენტის, „ძალისხმევას და ლიდერობას“ ღაზაში ომის დასრულების მიზნით. თურქეთი გააგრძელებს პროცესში წვლილის შეტანას, „იმ მიზნით, რომ დამყარდეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის“ - წერს რეჯეპ თაიპ ერდოღანი, რომელიც გასულ კვირას ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „ჰამასს“ ტრამპის გეგმაზე თანხმობის გარდა სხვა არჩევანი არ აქვს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორივე მხარეს მოუწოდებს, იმუშაონ აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმების დასასრულებლად და რეალობაში მოსაყვანად.
იტალიის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ტრამპის ამბიციური გეგმა შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს ომის სამუდამოდ დასრულების, ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მცდელობისას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე