კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს 

23 სექტემბერი 2025, 10:05 49 ნახვა

2024 წელს ვალენსიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. მამაკაცთა შორის მოიპოვეს ოთხი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი. მათ ანგარიშზე იყო ასევე ბრინჯაოს მედლებიც.

ქალთა შორის კი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა და ოქრო-ვერცხლიც ჩვენს გოგონებს დარჩათ.

სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი იყო ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზეც. წელს კონტინენტის პირველობას უნგრეთის ქალაქი დებრეცენი უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები აშკარა ფავორიტის სტატუსით მიემგზავრება.

ჩვენმა ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა დასკვნითი შეკრება ბათუმში გაიარეს.

ვრცელ რეპორტაჟს ჩვენი მებრძოლების წინა საჩემპიონატო მზადების შესახებ საღამოს 8 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე