2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა

23 სექტემბერი 2025, 11:18 79 ნახვა

მამაკაცთა შორის ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე გახდა. მეორე ადგილი „ბარსელონას“ ესპანელმა შემტევმა, ლამინ იამალმა დაიკავა. 28 წლის ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად „ოქროს ბურთის“ საანგარიშო პერიოდში საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი მოიგო.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ 53 შეხვედრაში მან 35 გოლი გაიტანა. დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი, რომელმაც წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.

მანამდე ტიტულს რაიმონ კოპა, ჟან-პიერ პაპენი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი და კარიმ ბენზემა დაეუფლნენ. წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა აიტანა ბონმატი („ბარსელონა“, ესპანეთი); წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ფეხბურთელი – ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი); წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა („პარი სენ-ჟერმენი“ / „მან.სიტი“, იტალია); წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი – ლუის ენრიკე („პარი სენ-ჟერმენი“, ესპანეთი); წლის საუკეთესო ბომბარდირი მამაკაცთა შორის – ვიქტორ იოკერესი („არსენალი“/„სპორტინგი“,); წლის საუკეთესო გუნდი მამაკაცთა შორის – „პარი სენ-ჟერმენი“.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა 30 ნომინანტს შორის მე-12 ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე