ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი დღეს გამთენიისას თურქეთის ქოჯაელის პროვინციაში, კეფკენთან ახლოს ჩაიძირა.
ეკიპაჟის შვიდივე წევრი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს- აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. სანაპირო დაცვის სამსახურის მონაცემებით, 81.7 მეტრის სიგრძის გემი, სახელწოდებით რეიპიდ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:34 საათზე ჩაიძირა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები, მათ შორის სწრაფი სამაშველო ნავები და სახმელეთო დანაყოფები გაიგზავნნენ.
ოფიციალური პირების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სამსახურმა ეკიპაჟის შვიდივე წევრის ვერტმფრენით ევაკუაცია მოახდინა.