შვედმა ჭოკით მხტომელმა მე-14 რეკორდი დაამყარა

16 სექტემბერი 2025, 09:50 88 ნახვა

მონდო დუპლანტისმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შვედმა ჭოკით მხტომელმა 6 მეტრი და 30 სანტიმეტრი გადალახა.

ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა საკუთარი საუკეთესო მაჩვენებელი - 6.29  გააუმჯობესა. მის კარიერაში ეს უკვე მე-14 მსოფლიო რეკორდია.

ტოკიოში მოპოვებული გამარჯვებით დუპლანტისმა ზედიზედ 33-ე ტურნირი მოიგო. ორ წელზე მეტია გასული, რაც შვედი მძლეოსანი ოფიციალურ ტურნირზე არ დამარცხებულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი