სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და საჩოგბურთო კლუბ „ეისის“ ორგანიზებით ღამის ჩოგბურთის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში 50-მდე მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა, რომლებიც A და B კატეგორიაში შერეულ წყვილთა თანრიგში ასპარეზობდნენ.
A კატეგორიის გამარჯვებული მარიამ წივწივაძისა და ლუკა სახვაძის წყვილი გახდა.
B კატეგორიაში კი ანა რამაზაშვილისა და ნიკოლოზ კვარაცხელიას დუეტმა გაიმარჯვა.
მოყვარული ჩოგბურთელებისთვის სხვადასხვა ტურნირი მთელი წლის განმავლობაში ტარდება. ღამის საჩოგბურთო ფესტივალი კი ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართა.