საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალურ მატჩში ფინეთის ნაკრებთან ანგარიშით 93-79 დამარცხდა.
ფინეთის მეტოქე ნახევარფინალში გერმანიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება. ეს შეხვედრა მოგვიანებით 22:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ისტორიის მანძილზე პირველად მონაწილეობს.
ჩვენმა ნაკრებმა მერვედფინალურ მატჩში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი 80-70 დაამარცხა.