გაეროს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს

10 სექტემბერი 2025, 10:05 103 ნახვა

გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესია  გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიო ორგანიზაცია „გარდამტეხი მომენტის“ წინაშე დგას, რადგან ის მრავალ გლობალურ კრიზისს ებრძვის.

ბერბოკმა სამშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ფიცი დადო.

„ზეიმის ნაცვლად, შეიძლება ვიკითხოთ: „სად არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია?“... როდესაც კონფლიქტები ვრცელდება, როდესაც ჩვენი პლანეტა იწვის, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა? ჩვენი პასუხი ნათელი უნდა იყოს. ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ აქ ვართ. ჩვენ გხედავთ“, - თქვა მან.

ბერბოკმა გაეროს მიმდინარე სესია გადამწყვეტად და მოუწოდა წევრებს, გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები, განათლებიდან დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებით დამთავრებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი