ტურნირი ჩოგბურთში

06 სექტემბერი 2025, 14:47 84 ნახვა

ბათუმში მოყვარულ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. 4 დღის განმავლობაში შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში ერთეულთა და წყვილთა თანრიგში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში ქართველ მოყვარულ ჩოგბურთელებთან ერთად სპორტსმენები უცხო ქვეყნებიდანაც მონაწილეობდნენ.  ცნობისთვის ჩოგბურთელთა ასოციაცია ბათუმში ყოველ წელს მართავს ტურნირს და მას ბათუმის კორტები მასპინძლობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი