შეხვედრა ბერძნულ-რომაული სტილით გამარჯვებულ მოჭიდავეებთან

03 სექტემბერი 2025, 14:04 137 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით გამარჯვებულ სპორტსმენებთან  აჭარის განათლებისა და სპორტის  სამინისტროში  შეხვედრა გაიმართა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა,  ლუკა კოჩალიძემ და ანრი ფუტკარაძემ ბულგარეთში, აგვისტოში, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ანრი ფუტკარაძემ ფინალში ირანელი მუჰამედ ბუვეინი პიანი  დაამარცხა და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ლუკა კოჩალიძემ კი ფინალში მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების სახელით მოასპარეზე აბდურმახან აბდულკადიროვი დაამარცხა. გამარჯვებულ სპორტსმენებს  სამინისტროსგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში