ველომარათონი რაჭაში

31 აგვისტო 2025, 14:49 521 ნახვა

რაჭაში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ველომარათონი გაიმართა, რომელმაც სტარტი ამბროლაურის კულტურის ცენტრიდან აიღო.

მარათონი სამ კატეგორიაში ჩატარდა - პროფესიონალები, მოყვარულები და ბავშვები, გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მარათონზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი, 100-მდე მონაწილე დარეგისტრირდა. სპორტის სამინისტროსთან ერთად, მარათონის მხარდამჭერები არიან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი