აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს არ შეხვდებიან.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიონგთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ორი ლიდერი „უნდა შეხვდეს“ ერთმანეთს და „მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში“ დაინახავს, რა მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერევა თვითონ.
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება გაცილებით რთული იყო, ვიდრე მას ადრე ეგონა, ნაწილობრივ პუტინსა და ზელენსკის შორის „უზარმაზარი ანტიპათიის“ გამო.