ბათუმი ახალგაზრდულ საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს 

22 აგვისტო 2025, 14:09 54 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება საერთაშორისო ახალგაზრდული საჭადრაკო ფესტივალი, რომელიც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.

ასპარეზობაში ჩართულია 100-ზე მეტი ახალგაზრდა მოჭადრაკე საქართველოდან, ამერიკიდან, უკრაინიდან და ფიდეს დროშის ქვეშ მოასპარეზე ქვეყნებიდან.

შეჯიბრება 8, 10, 12 და 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის მიმდინარეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში 23 აგვისტოს გაიმართება „გია მახარაძის თასის“ გათამაშება ელვისებურ ჭადრაკში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი