საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში

20 აგვისტო 2025, 10:05 255 ნახვა

ბათუმში გაიმართა ბილიარდში ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში მამაკაცთა და ქალთა შორის და ევროტური სენიორთა შორის კლასიკური პირამიდის დისციპლინაში. ტურნირში 16 ქვეყნის 124 სპორტსმენი მონაწილეობდა. თავისუფალ პირამიდაში როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის უკრაინელებმა გაიმარჯვეს, სენიორთა შორის კი საპრიზო ადგილებზე ორი ქართველი, - პაატა ხმალაძე და მიხეილ კილაძე გავიდა.

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ, კერძოდ აჭარამ წარმატებით უმასპინძლა ამ პრესტიჟულ საერთაშორისო ჩემპიონატებს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მზაობა უმაღლესი დონის სპორტული ღონისძიებების მიღებისთვის.

შეჯიბრებები საქართველოს ბილიარდის ფედერაციის, სპორტი სამინისტროს, აჭარის მთავრობის და სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი