საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან ორი მატჩით დაასრულებს 

19 აგვისტო 2025, 13:10 92 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში აგრძელებს. „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან 19-21 აგვისტოს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. პირველი დახურული ხასიათის იქნება.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, 21 აგვისტოს მატჩი  ქალაქი პარდუბიცეში ეს იქნება ორივე გუნდისთვის ბოლო ამხანაგური მატჩი ევრობასკეტამდე.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჩვენი ნაკრები ვარჯიშებს პრაღაში გააგრძელებს, საიდანაც კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან.

ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი მერვედფინალში გავა და პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაინაცვლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში