საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა 

19 აგვისტო 2025, 10:50 72 ნახვა

საბა გოგლიჩიძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „უდინეზეში“, რომელმაც სეზონი იტალიის თასის მატჩით გახსნა, „კარარეზეს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. კოპა იტალიას ოცდამეთორმეტედ ფინალში შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი მასპინძელთა განაცხადში იყო, მოედანზე კი 78-ე წუთზე გერმანელი მცველის, მატეო პალმას ნაცვლად შევიდა.

ანგარიში 43-ე წუთზე მასპინძელთა ფრანგმა ნახევარმცველმა, არტურ ატამ გახსნა და ტაიმი 1:0 დასრულდა. „კარარეზეს“ კარში მეორე გოლი ესპანელმა თავდამსხმელმა, იკერ ბრავომ გაიტანა.

უდინეზე“ შემდეგ შეხვედრას სერია A-ში გამართავს და 25 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში