აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი თეთრ სახლს პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:45 საათზე დატოვებს, ხოლო ანკორიჯს იმავე დღეს, ალასკის დროით – 17:45 საათზე.
„თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი შაბათს დილით ადრე დაბრუნდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მხარეები ჯერ პირისპირ გაესაუბრებიან ერთმანეთს, ხოლო შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.