დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გაიმართება

13 აგვისტო 2025, 11:53 176 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა. შეხვედრა პარასკევს, 15 აგვისტოს  ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზეა დაგეგმილი.

თეთრმა სახლმა და კრემლმა პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად ალასკა შეარჩიეს კულისებს მიღმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, შეხვედრის ადგილები შეზღუდული იყო.

თავად რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრისთვის შესაფერის ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები დაასახელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი