საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ სოსნოვიეცში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, გუნდი ევრობასკეტისთვის ემზადება და ევროპის მასშტაბით საკონტროლო საწვრთნელ შეხვედრებში მონაწილეობს.
ამ ეტაპამდე საქართველომ ლატვიაში – ორი, ხოლო ლიეტუვაში ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. მომდევნო შეხვედრა ხვალ 14 აგვისტოს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგაა დაგეგმილი. ქალაქ სოსნოვიეცში გამართულ პირველ ვარჯიშში 15 ქართველი კალათბურთელი მონაწილეობდა.
პოლონეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და კატოვიცეში ხუთ მონაწილე ქვეყანას მიიღებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, პოლონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში პირადი მიზეზების გამო ვერ ითამაშებს კაპიტანი თორნიკე შენგელია, „ბარსელონას“ მოთამაშე გუნდს ჩეხეთში შეუერთდება.
პოლონეთისა და საქართველოს მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.