შეხვედრა წარმატებულ პარალიმპიელებთან

06 აგვისტო 2025, 10:01 235 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრმა საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ევროპის პარათამაშებზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

სტამბოლში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე საქართველომ  ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ შედეგით საქართველომ 33 მონაწილე ქვეყანას შორის მე-12 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ახალგაზრდულმა პარალიმპიურმა ნაკრებმა ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად იასპარეზა.

ევროპის პარათამაშებზე ჩემპიონობა იზეიმეს პარატაეკვონდოისტებმა ანა ჯაფარიძემ და ნატა ოჩიგავამ, ვერცხლი ასევე პარატაეკვონდოისტმა სანდრო მეგრელიშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი პარამოცურავე ზაკო მუშკუდიანი დასჯერდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი