ევროპა საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობის აღებისთვის ემზადება - კუბილიუსი

22 ივლისი 2025, 09:35 116 ნახვა

ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც ახლახან გახდა თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი  პირობა დადო, რომ ევროპა გააგრძელებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას.

„აქ ჩამოვედი იმის სათქმელად, რომ ევროპა ემზადება საკუთარი თავდაცვის პასუხისმგებლობის აღებისთვის“, - განაცხადა მან ვაშინგტონში.

„დრო შეიცვალა, რადგან ჩვენ ევროპაში საფრთხის ქვეშ ვართ. პუტინი აშკარა და რეალური საფრთხეა. რუსეთი აძლიერებს თავის საომარ მანქანას; ის 24 საათის განმავლობაში აწარმოებს იარაღს. რუსეთი სამ თვეში აწარმოებს იმავე რაოდენობის საბრძოლო მასალას, რასაც ნატოს ყველა ქვეყანა ერთ წელიწადში, მათ შორის შეერთებული შტატები“ - თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას სხვა ევროპულ ქვეყნებზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი