ბანგლადეშში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

22 ივლისი 2025, 09:45 123 ნახვა

ბანგლადეშის საჰაერო ძალების თვითმფრინავის დაკაში კოლეჯისა და სკოლის კამპუსის ტერიტორიაზე  ჩამოვარდნის შემდეგ დამწვარი შენობებიდან გამოყვანილ 27 დაღუპულს შორის სულ მცირე 25 ბავშვი იყო. 

ჯანდაცვის საკითხებში მთავარი მრჩევლის სპეციალურმა თანაშემწემ, საიდურ რაჰმანმა, დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის 25 ბავშვი, მასწავლებელი და პილოტი იყო, ხოლო 78 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ეფ-7 ტიპის თვითმფრინავი ორშაბათს ადგილობრივი დროით 13:06 საათზე დედაქალაქში, კურმიტოლის საჰაერო ბაზიდან რუტინული სასწავლო მისიის შესრულების შემდეგ მალევე ჩამოვარდა.

სამხედროების თქმით, თვითმფრინავს მექანიკური გაუმართაობის პრობლემა შეექმნა.

მთავრობამ ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა, დროშები ნახევრად დაშვებულია და ყველა სალოცავ ადგილას დაღუპულთა სულებისთვის  სპეციალური ლოცვები აღევლინება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი