ევროპის ჩემპიონატი ხელბურთელ გოგონათა შორის

21 ივლისი 2025, 10:02 102 ნახვა

ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალი და დახურვის ღონისძიება გაიმართა. შეჯიბრებას  საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სლოვაკეთისა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უკრაინამ სლოვაკეთს ანგარიშით 28:23 სძლია და ევროპის პირველობა იზეიმა. 

მესამე ადგილი იტალიის ნაკრებმა დაიკავა. საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა და 10 გუნდი მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი