ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონი ბათუმში დღეს დასრულდება. ესტონეთთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი ნაკრები გუშინ შვეიცარიის ძლიერ ნაკრებთან დამარცხდა, დღეს კი მისი მეტოქე პორტუგალია იქნება. შეხვედრა 9 საათზე დაიწყება და ჩვენი მაუწყებელი მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
მანამდე კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება - 16:30 საათზე, 18 საათზე და 19:30 საათზე ყველა ამ შეხვედრას ჩვენი არხი ასევე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.