საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ევროლიგა მოგებით დაიწყო

19 ივლისი 2025, 14:10 72 ნახვა

ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონი ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოს ქვიშის ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ესტონეთის ნაკრები ანგარიშით 3-2 დაამარცხა, დღეს კი ჩვენი ნაკრების მეტოქე შვეიცარია იქნება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. 

ცნობისთვის, 18-20 ივლისის ჩათვლით, ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს მასპინძლობს.

ბათუმის ბულვარში არსებულ ახალ ქვიშის არენაზე შეხვედრები დღეს 16:30 საათიდან განახლდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში