18-20 ივლისს ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგას უმასპინძლებს

16 ივლისი 2025, 12:30 245 ნახვა

18 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით , ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს. 

ტურნირის მიმდინარეობისას ბათუმის ქვიშის არენაზე დღეში ოთხი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. 
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგს:

  • 18 ივლისი 21:00 საათი - საქართველო - ესტონეთი
  • 19 ივლისი 21:00 საათი - საქართველო - შვეიცარია
  • 20 ივლისი 21 საათი - საქართველო - პორტუგალია

ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს პირველად მასპინძლობს. ჩვენმა ქალაქმა გასულ წელს B დივიზიონს უმასპინძლა.

საერთო ჯამში ბათუმში  A დივიზიონის ორი ჯგუფი იასპარეზებს.

  • A ჯგუფი - საქართველო, პორტუგალია, შვეიცარია, ესტონეთი
  • B ჯგუფი - გერმანია, თურქეთი, ბელარუსი და ჩეხეთი

ბათუმის ქვიშის არენაზე ყველა მატჩზე დასწრება თავისუფალია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი