ბათუმელი კიკბოქსიორების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

15 ივლისი 2025, 19:50 209 ნახვა

ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი - ასეთია ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლთა მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც მოლდოვას დედაქალაქმა კიშინოვმა უმასპინძლა. მსოფლიოს კიკბოქსინგის ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრება ჭაბუკთა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გაიმართა. სამოცდასამნახევარ კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბათუმელმა მებრძოლმა ნიკა მგელაძემ სამი ბრძოლა მოიგო და კონტინენტის ჩემპიონი გახდა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა აკადემიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა საბა წითელაძემ, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მთავარმა მწვრთნელმა და მოქმედმა სპორტსმენმა გიგა თურმანიძემ, რომელიც რინგს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, უფროს ასაკში, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი სპორტსმენები უკვე დაბრუნდნენ ტურნირიდან და მომავალი შეჯიბრებებისთვის ემზადებიან. აქვე გეტყვით, რომ ვიდეომასალა ევროპის ჩემპიონატიდან ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიამ მოგვაწოდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი