უმცროსი „ბორჯღალოსნების“ პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

15 ივლისი 2025, 11:42 78 ნახვა

იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელმაც მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში ესპანელი თანატოლები დამაჯერებლად 43:12 დაამარცხეს.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მატჩში შვიდი ლელო დადეს, საიდანაც სამი მიხეილ შიოშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითოჯერ თავი სანდრო მესხიძემ, გიორგი არძენაძემ, შოთა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა გამოიჩინეს. 2 გარდასახვა ზუსტად ლუკა თაყაშვილმა შეასრულა, ერთხელ კი გიორგი ჯაშმა გაიტანა. საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ფინალურ შეხვედრას შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი