კიევში რუსეთის „შაჰიდების“ თავდასხმის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა.
„სამწუხაროდ, ორი გარდაცვლილი გვყავს. ეს ადამიანები რუსებმა მოკლეს“, - დაწერა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თავის ტელეგრამ-არხზე. ტკაჩენკოს თქმით, დაშავებულების რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
ხუთშაბათს ღამით რუსეთმა კიევზე მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელა: დედაქალაქს ათობით „შაჰიდით“ დაესხნენ თავს და გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა კიევსა და მის შემოგარენზე რაკეტები ორ ტალღად გაუშვეს: ჯერ ბალისტიკური, შემდეგ კი ფრთოსანი რაკეტები.