უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს დრონებით თავს დაესხნენ

09 ივლისი 2025, 13:49 122 ნახვა

უკრაინის ქალაქ ლუცკზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად შენობები დაზიანდა, თუმცა დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამწლიანი ომის განმავლობაში ეს ლუცკზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა იყო.   

რუსეთმა უკრაინა ღამით რეკორდული რაოდენობის, 728 დრონით დაბომბა, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევისთვის მეტი თავდაცვითი იარაღის გაგზავნის პირობა დადო.    

თავის მხრივ უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა კურსკის ოლქზე.

დაღუპულია 3 და დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში