კუალა-ლუმპურში ასეანის სამიტი იწყება

08 ივლისი 2025, 10:13 82 ნახვა

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის იგივე - ასეანის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით 58-ე შეხვედრის წინ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.  

შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც 12 ივლისამდე  გაგრძელდება, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები და რეგიონული საკითხებია.

ასევე, მიანმარში მიმდინარე კონფლიქტი და ღაზაში არსებული ვითარება იქნება.   

ფორუმს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში