დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს

07 ივლისი 2025, 17:56 104 ნახვა

წეროვანის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

ამჯერად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს.

ტურნირში პირველობისთვის 6 გუნდი იბრძოდა. დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა კვირეულის ფარგლებში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში იასპარეზეს.

მათ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოსცადეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში