წვევამდელების სწავლება

26 ოქტომბერი 2025, 11:56 323 ნახვა

საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის  სამთო მომზადების სკოლაში, 6 თვის ვადით გაწვეულებმა სწავლება გაიარეს. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით ისინი  სამთო აღჭურვილობას, მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ.
სასწავლო უბნებზე წვევამდელებმა ხელოვნურ კლდეზე ცოცვა, სიმაღლიდან დაშვება და საბაზისო კვანძების გამოყენება შეასრულეს.  საბრძოლო ქვედანაყოფში მათ გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები ამზადებენ. 2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე