პროექტი „ერთი დღე ჯარში“

07 დეკემბერი 2025, 12:18 104 ნახვა

პროექტი „ერთი დღე ჯარში“ თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად იმართება. ამჯერად, ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადას თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრნენ.
სამხედრო ქვედანაყოფში ასევე იმყოფებოდნენ მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან, სადაც ისწავლება საგანი „სამხედრო საქმე“. მოსწავლეებმა სამხედრო ბაზაზე სტუმრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან პატივის მიგებით დაიწყეს, რის შემდეგაც ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში