„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში რეზერვისტების ჩართულობით საველე სწავლება ჩატარდა, სადაც მათ ჩასაფრების ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს. წვრთნებში საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 204-ე ბატალიონის რეზერვისტები მონაწილეობდნენ.
იმიტირებული სცენარის მიხედვით, რეზერვისტებმა კონტაქტზე რეაგირებისა და სამედიცინო ევაკუაციის ტიპის ამოცანები შეასრულეს.
„დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელმაც, კომპეტენციის ფარგლებში, იმიტირებული სცენარის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტებამდე მიყვანა.