საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ორმხრივი გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს.
მინისტრთან შეხვედრამდე, თავდაცვის უწყებაში უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
უნგრელ გენერალს მისი კოლეგა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს.
შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში, სამხედრო განათლების, სამხედრო სწავლებებისა და სამხედრო მედიცინის კუთხით არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს.