„დიდგორი 2025" დასრულდა

24 ნოემბერი 2025, 14:05 64 ნახვა

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დასრულდა. ღონისძიებაზე სწავლებაში მონაწილე უწყებების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები  დაჯილდოვდნენ. სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავდა.

საშტაბო კომპონენტი კრწანისში მდებარე სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში იყო განთავსებული, საიდანაც სწავლების მონაწილეები საველე კომპონენტის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანია  კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწა.

„დიდგორი 2025“-ში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზე იყო გაშლილი, სწავლება კი  29 საველე კომპონენტს მოიცავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია