გაწვევა სამხედრო სამსახურში

06 დეკემბერი 2025, 12:25 70 ნახვა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა და თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი გეგმა სრულად შესრულდა. გაწვეულ წვევამდელთა ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი იმსახუროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. 2025 წლის ბოლო, მეოთხე ნაკადის წვევამდელები, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადებას გაივლიან.
ახალქალაქში გამგზავრებამდე, ისინი შეიკრიბნენ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ განყოფილებებში, სადაც სამხედროებისგან მითითებები მიიღეს და სამხედრო აღჭურვილობა გადაეცათ. საწყისი საბრძოლო მომზადების 8-კვირიანი კურსის განმავლობაში წვევამდელები გაივლიან საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე შეისწავლიან კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში