პროექტი „ ჩვენი ჯარი“

04 დეკემბერი 2025, 14:51 53 ნახვა

პროექტი - ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა  უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ჯარისკაცის პროფესიაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა თემატური ვიდეორგოლები ნახეს და საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებს გაეცნენ. 

თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში