სერჟანტთა საერთაშორისო საბაზისო კურსი დასრულდა

09 ნოემბერი 2025, 14:13 92 ნახვა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სერჟანტთა საერთაშორისო საბაზისო კურსი დასრულდა. კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ლიდერობის საფუძვლები, საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, საპატრულო ოპერაციები, დღისა და ღამის ნავიგაცია - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც მსმენელები კურსის განმავლობაში ეუფლებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჩატარებული კურსის პროგრამა, სერჟანტთა აკადემიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სერჟანტთა გუნდის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. ამერიკელი და კანადელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული NATO DEEP-ის ექსპერტთა ჯგუფის მხარდაჭერით განახლდა კურსის შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური ნაწილი. მათი დახმარებით შემუშავდა და ნატოს საინფორმაციო პორტალზე (ETOC) აიტვირთა ნატოს სტანდარტებთან თავსებადი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის კურსის ჩატარების საშუალებას იძლევა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე