კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობის და მახათას მთაზე პროექტ „ჯარის ქალაქის“ მეორე ეტაპის განხორციელების პროცესს გაეცნო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კრწანისში უკვე აშენდა, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა კორპუსებს, სადაც კადეტებისთვის ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასწავლებლის ადმინისტრაცია და ლაზარეთი განთავსდება.
ლიცეუმის ტერიტორიაზე დასკვნით ფაზაშია შიდა კომუნიკაციების გაყვანის და კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების შემდეგ, სასწავლებელი 350-მდე კადეტის მიღებას შეძლებს.
მახათას მთაზე, „ჯარის ქალაქის“ პროექტის მე-2 ეტაპით გათვალისწინებული 44 შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, 39-ის მშენებლობა მიმდინარეობს.
თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, „ჯარის ქალაქში“ ბინებს 1300-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. კვადრატულ მეტრში ისინი მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან.