11 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს

25 ოქტომბერი 2025, 11:48 131 ნახვა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე გაწვეულმა პირებმა, საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) დაიწყეს.

წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილებებში შეიკრიბნენ, საიდანაც ოჯახის წევრებმა გააცილეს.

ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა  სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების შემოწმება წარმატებით დაასრულეს. წვევამდელები ვაზიანში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ ცენტრში (CTC)  საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან.

11 თვის ვადით ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელები, რომლებიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ, ანაზღაურებაზე 30%-იან დანამატს მიიღებენ. მათ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ უმცროსი სერჟანტის ან ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში თავდაცვის სამინისტროსგან  სწავლის დაფინანსება მიიღონ.

თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო სამსახური სრულად განახლდა და 2025 წლის იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე