აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი ანკარაში - საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა და სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელეს და ამ კონტექსტში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც რეგიონში მშვიდობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
კოლეგებმა ერთმანეთს, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე