საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ტაქტიკური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგე გაანეიტრალა და გაანადგურა.
საველე სწავლება არტილერიის საინჟინრო ქვედანაყოფისა და ავიაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
სწავლების მიზანი ქვედანაყოფების მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადებაა.