შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ინტერპოლის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში.
თბილისში გამართული ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-მდე ქვეყნის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა.
უწყების ცნობით, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: იარაღით უკანონო ვაჭრობის ტრენდები, რეგიონში არსებული კრიმინალური სქემები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები.